saqarTvelos qedebi - svaneTis qedi
ტერიტორიული ერთეული | მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები |
კოორდინატები | 42°55` ჩ. გ. 42°35` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | ლაჰილი |
სიმაღლე | 4008 მ |
სიმაღლე | 90 კმ |
სიმაღლე | 23 კმ |
მაღალმთიანი გასწვრივი ქედი მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის სამხრეთი განშტოება, ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფი. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალ ნამყვამთან. სიგრძე 90 კმ, სიგანე 23 კმ. ცენტრალური ნაწილის სიმაღლე ზღვის დონიდან 4010 მ. (მწვერვალი ლაჰილი).
უღელტეხილებიდან ყველაზე ცნობილია ლატფარი (2825 მ). სვანეთის ქედი აგებულია ქვედაიურული ფიქლოვან-ქვიშქვოვანი ფლიშური წყებებით, ზედაიურული კარბონატული ნალექებით, ცენტრალური ნაწილი - პალეოზოური მეტამორფული ქანებით. უმთავრესად ახასიათებს ნაზი რელიეფი, ზოგან ციცაბო კლდოვანი მასივებია. ქედზე არის თანამედროვე მყინვარები (აღმოსავლეთი ლაჰილი, დასავლეთი ლაჰილი და სხვა), რომელთა საერთო ფართობი 32 კმ²-ია.
სვანეთის ქედზე ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა - დაწყებული ნოტიო ცივზამთრიანი და მოკლეზაფხულიანი ჰავიდან და დამთავრებული მაღალმთის ნოტიო მუდმივ უხვთოვლიან-მყინვარებიანი ჰავით. წეწადში 1800-2000 მმ ნალექი მოდის. ქედიდან ჩამოედინება მდინარეების ენგურისა და ცხენისწლის შენაკადები: ხუმფრერი, ლასილი, ლაილჭალა, კასლეთი, ხელედულა, ლასკადურა და სხვა.
ქედის ტყის ყომრალ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებულია შერეული ფართოფოთლოვანი დაქ მუქწიწვოვანი ტყეები. ტყის ზონის ზემოთ მთის მდელოს ნიადაგებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.